კახეთი. თელავში ახალი პროექტის - „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“ განხორციელება დაიწყო. მისი მიზიანია ისტორიული სახლებით სავსე უბნის, მაწანწარას და, კერძოდ, ჭავავაძის ქუჩის მდიდარი ისტორიის შესწავლა.
პროექტის, ასევე, მიზნად ისახავს ამ ტერიტორიის განვითარებასა და იქ მცხოვრები ოჯახების ტურისტულ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვას, რისთვისაც შინამეურნეობების შესაძლებლობებს შეისწავლიან. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს პორტალი „თვითმმართველობის დროა“.
წყარო: https://droa.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)