კახეთი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებსა და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც სატყეო სექტორის საკითხებისა და საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის 2013–2014 წლისათვის დაგეგმილ ძირითად პრინციპებს შეეხებოდა.
შეხვედრას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, CENN –კავკასიის გარემოსდაცვითი საქართველოს გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან და ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივასთან (OECI) ერთად ახორციელებს, რომლის მიზანია რეგიონების ინფორმირება და ადგილობრივი პრობლემატიკის (საჭიროებების) შეფასების პროგრამის ჩამოყალიბება, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება სატყეო სექტორსა და თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარე პროცესებზე, ადგილობრივი საჭიროებების ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და ერთიანი სურათის შექმნა, რაც მომავალში გამოყენებული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე.
პროგრამა მოიცავს 2400–მდე სოფელს და 43 მუნიციპალიტეტს /თვითმმართველ ქალაქს საქართველოს 7 რეგიონში.