თბილისი. საქართველოს მედია წელს უფრო მრავალფეროვნად აშუქებს არჩევნებს, თუმცა მედია-გაშუქებაში კვლავ შეიმჩნევა საარჩევნო პროცესის სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა, გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. ასეთია საარჩევნო მედიამონიტორინგის პირველი 11 კვირის შედეგები, რომლებიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნეს.
მედიამონიტორინგი ხორცილდება სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან, ინტერნიუს საქართველოსთან და CRRC-საქართველოსთან, და მოიცავს 43 მედია საშუალებას - 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას.
ტრადიციულ საარჩევნო მედიამონიტორინგთან ერთად, წლევანდელი კვლევა ასევე შეისწავლის, თუ როგორ იყენებენ ქართული მედია-საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ, ფეისბუკს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, და რა სახის მედია-კონტენტი ზიარდება ფეისბუკის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.
წლევანდელი მედიამონიტორინგის კიდევ ერთი დამატებითი თემაა საქართველოს არჩევნებზე უცხოური გავლენის გაშუქება ქართულ მედიაში.
დღეს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში შესულია მედიამონიტორინგის შედეგები წინასაარჩევნო პერიოდის პირველი 11 კვირის მიხედვით, 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე.
წყარო: https://eeas.europa.eu/
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)