რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აგრძელებს გრანტის, „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“, ფარგლებში, შეხვედრას ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და საჯარო მოხელეებთან. შეხვედრაზე განიხილეს ის ძირითადი ინტერმუნიციპალური ინიციატივები, რომელიც. შესაძლებელია, მეზობელ მუნიციპალიტეტებთან ერთად განხორციელდეს.
პროექტი, „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“, ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)