ევროპის ფონდი აქვეყნებს მასალას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების თანამონაწილეობითი პრინციპით გადაწყვეტას ეხება.
„გლობალური ინიციატივა ფისკალურ პოლიტიკაში (GIFT) აღიარებს 10 პრინციპს, რომელიც სახელმწიფომ ბიუჯეტირების პროცესში უნდა დაიცვას იმისთვის, რომ მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტირება განახორციელოს. ამ პრინციპებიდან ერთ-ერთი მთავარია მდგრადობა“, - ვკითხულობთ მასალაში, - „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე პოზიტიური მაგალითია, როდესაც ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების თანამონაწილეობითი პრინციპით გადაწყვეტა მოხერხდა, რაც ფისკალურ პოლიტიკაში საზოგადოების მონაწილეობის ინსტიტუციონალიზაციას ეხმარება. "პროგრესის სახლის" დამფუძნებელი, მინდია სალუქვაძე საუბრობს საკუთარი ორგანიზაციის გამოცდილებაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობისას და პოზიტიურ შედეგებზე, რაც მოქალაქეებზე აისახა“.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)