თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმაურებიან პროკურატურის მიერ მტკიცებულებათა ფალსიფიციცირების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის, ასევე მიხეილ რამიშვილის პირადი მობილური ტელეფონის ამოღების ფაქტს. სსო-ები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია, ეს ქმედებები ჩაითვალოს მიზანმიმართულ მცდელობად, მართლმსაჯულება გამოიყენონ სხვა მიზნებით, კერძოდ - ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მისი უფლებადამცველების პოზიციაზე გავლენის მოსახდენად.
"მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დარჩეს სამართლებრივ სივრცეში, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ადვოკატთა საქმიანობაში ნებისმიერი სახის ჩარევა და პატივი სცეს მათ პროფესიულ დამოუკიდებლობას", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)