თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს განიცდის. მათ შორის ერთ-ერთი საბერიოს სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც ორგანიზაციამ საჩუქრად გადასცა სამედიცინო ხალათები და ხელთათმანები.
"ოკუპირებულ აფხაზეთში ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო ინვენტარი და ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა პანდემის დაწყების შემდგომ რამდენჯერმე გადავეცით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, წარმატებით გავუმკლავდებით კორონავირუსთან ბრძოლის პროცესს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)