თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა.
"პირველი 3 წლის შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ მონიტორინგის მექანიზმი ასრულებს მასზე ოფიციალურად დაკისრებული ფუნქციის მხოლოდ ნახევარს – იგი მთლიანად მიმართულია დეკლარირებული ინფორმაციის სისწორისა და სისრულის შემოწმებისკენ და არ მოიცავს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციული დარღვევების გამოვლენის კომპონენტს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)