თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) 130-მდე ქვეყანას აფასებს ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით. 7 კატეგორიაში დაჯგუფებული 80-მდე ინდიკატორის მეშვეობით, GII მიზნად ისახავს ინოვაციურობის ყოვლისმომცველ შესწავლას ინოვაციური დანახარჯების (inputs) და პროდუქტების (outputs) განზომილებაში.
„2020 წლის GII კვლევამ საერთო ჯამში დადებითად შეაფასა საქართველოში ინოვაციური განვითარების ტენდენცია, თუმცა ასევე გამოიკვეთა პროგრესის შენელება. კერძოდ, გასულ წელთან შედარებით, 5 კატეგორიაში გაუარესდა შედეგები, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახა ქვეყნის საერთო რეიტინგზე. ინოვაციის გლობალური ინდექსის 2020 წლის შედეგები თვალსაჩინოს ხდის კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით არსებულ სტაგნაციას“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)