თბილისი. „მრავალეროვანი საქართველო“ 28 და 29 სექტემბერს, მარნეულსა და სადახლოში მომხდარ ინციდენტებთან და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.
ორგანიზაციას დაუშვებლად მიაჩნია ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა და მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ ძალადობრივი ინციდენტები, ასევე, სათანადო რეაგირება იქონიონ მათში მონაწილე, დამნაშავე პირების გამოსავლენად და კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისგებაში მისაცემად.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)