თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოფიო რუსეცკიმ და თამარ ცხოვრებაძემ საინფორმაციო შეხვედრები დისტანციურად გამართეს შიდა ქართლის (ხაშურის, ქარელის, კასპის, გორის) მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.
„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში გენდერული თანასწორობის საბჭოების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მუნიციპალიტეტებში წამოჭრილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)