თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს მარიამ შალვაშვილის სტატიას: მაღალმთიანი აჭარის მუსლიმი ქალები.
„ამ ორნაწილიანი სტატიის მიზანია, ერთის მხრივ, აჩვენოს, რომ აჭარაში ისლამი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და ანახოს მისი მნიშვნელოვნება. მეორეს მხრივ კი არ დაუშვას ცხოვრების ყველა ასპექტის რელიგიამდე დაყვანა და რელიგიით ახსნა, ამიტომ დასავლეთში გავრცელებული დომინანტური დისკურსის გამოწვევა სტატიების ძირითად ხაზს წარმოადგენს.
ეს სტატიები არის მცდელობა, ოდნავ მეტი ცოდნა შეიქმნას აჭარის რეგიონსა და მუსლიმ აჭარლებზე - აღიწეროს ის პირობები, რომლებშიც მაღალმთიან აჭარაში მაცხოვრებელი ქალები ცხოვრობენ: უთანასწორო ეკონომიკური მდგომარეობა, შრომის მძიმე პირობები, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმიუწვდომლობა და გეოგრაფიული და კულტურული პერიფერიისთვის დამახასიათებელი გარიყულობა და ასევე აჩვენოს, თუ როგორ გამოიხატება მუსლიმი ქალების აგენტობა (agency)“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)