თბილისი. მწვანე ალტერნატივა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე საზოგადოებასთან კონსულტაციისა და სათანადო შეფასების გარეშე პარკის გაშენებას უკანონოდ მიიჩნევს.
„აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ უკვე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როდესაც ქალაქის გარემოსა და თბილისის მაცხოვრებელთათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჯერ მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა ის საზოგადოებას. მერიამ, ამით, დაარღვია ორჰუსის კონვენციის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; საზოგადოების მონაწილეობის შედეგებს კი, ჯეროვანი ყურადღება უნდა დაეთმოს.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და არ დაიწყოს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოები“.
წყარო: greenalt.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)