ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გრანტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში აგრძელებს აგროტურების ორგანიზებას მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით.
„ამჯერად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და შემდეგი წარმატებული საწარმოები მოინახულეს: “Blauenstein Georgia/ ბლაუენშტაინ საქართველო“-ს კუთვნილი ფერმა და რაჭული ლორის საწარმო; თაფლის გადამამუშავებელი საწარმო ამბროლაურში; „გეო-ფლაუერი“-ს ჩირის გადამამუშავებელი საწარმო. აგრო ტურის განმავლობაში ფერმერები გაეცნენ თაფლის გადამუშავების მეთოდებს, სხვადასხვა სახეობის ლორის წარმოებისა და ჩირის დამზადების ტექნოლოგიას“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)