თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელების” ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
„გავრცელებული ინფორმაციით, მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას წინასაარჩევნო შეხვედრებზე მერის სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით. კითხვის მოსმენის შემდეგ მან ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და უშვერად აგინა.
ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის“.
წყარო: www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)