თბილისი. ომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: „უფლებადამცველები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები“.
„ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარემ ბაია პატარაიამ, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებას და ბოლო წლებში უფლებადამცველთა წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებებისა თუ მადისკრედიტირებელი კამპანიების სამწუხარო ტენდენციას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებები განიხილეს“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)