თბილისი. სექტემბერში USAID-ისა და IFRC-ის მხარდაჭრით კოვიდ 19-ზე რეაგირების საქმიანობების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის ჯანდაცვის თანამშრომლებმა ჩაატარეს ონლაინ ტრენინგი თემაზე „COVID19 დაინფიცირებული ან მისი სიმპტომების მქონე პირის მოვლა სახლის პირობებში“.
ტრენინგის მიზანს იყო თანამშრომლების და მოხალისეებისთვის წითელი ჯვრის ჯანდაცვის გუნდის მიერ ქვეყანაში არსებული პროტოკოლების და საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული ახალი მოდულის გაცნობა და მათი ცოდნის ამაღლება სახლის პირობებში COVID-19 დაინფიცირებული ან მისი სიმპტომების მქონე პირის მოვლის შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)