თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: არაფორმალური შრომა პოსტსოციალისტურ კონტექსტში: გარდამავალი ეტაპი თუ მუდმივობა.
„არაფორმალობა თანამედროვე საქართველოს ყოფის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალობას ძირითადად პოსტსაბჭოთა ტრანზიციისთვის დამახასიათებელ დროებით ფენომენს უკავშირებენ, მისი სხვადასხვა პრაქტიკები მნიშვნელოვან ფუნდამენტებად რჩება დღევანდელ ეკონომიკაში, პოლიტიკურ პროცესებსა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებში.
ფართო გაგებით, არაფორმალური შრომა შეგვიძლია განვსაზღვროთ ეკონომიკური აქტივობების სიმრავლედ, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ სახელმწიფოს ფორმალური რეგულაციების მიღმაა, როგორც საბაზრო, ისე არასაბაზრო შრომითი პრაქტიკებისა და ურთიერთობების სახით (Williams & Franic, 2016)“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)