თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქვეყანაში უკიდურესად გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურებიან. ორგანიზაციები მომცემულ სიტუაციას აფასებენ და სახელმწიფოს მოუწოდებენ მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიიღოს კოვიდ 19-ის დაძლევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. სსო-ები თვლიან, რომ აუცილებელია მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია სიტუაციის სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს.
„გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი საქართველოში „კოვიდ-19”-ით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით. ინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, სახელმწიფოს სულ უფრო მეტად უჭირს კრიზისთან გამკლავება“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)