თბილისი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და გენერალური მდივანი, ნინო ოსეფაიშვილი შეხვდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ, ამირან გამყრელიძეს.
„მხარეებმა განიხილეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობები, ასევე ისაუბრეს ეპიდემიის პირობებში ეროვნული საზოგადოების სხვადასხვა მიმართულებით ჩართულობაზე. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კრიზისის პირობებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეების, სათაო ოფისისა და ქვეყნის მასშტაბით 39 რეგიონული ფილიალის მობილიზებით ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომლის უპირველესი მიზანი კორონავისურის გავრცელების პრევენციაა“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)