თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს ბლოგპოსტს: ტვ „ობიექტივი” კონსპირაციულ ფილმს ავრცელებს, რომელიც მაიდნის მოვლენებზე კრემლის ნარატივს იმეორებს.
„„ობიექტივის“ ეთერში გასული ფილმი მანიპულაციურია და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს: 1. ფილმში გამოყენებულია “ქართველი სნაიპერების” ყალბი ჩვენებები; 2. ფილმში გვხვდება ანტიამერიკული გზავნილები და განხილულია მაიდნის მოვლენებში აშშ-სა და ჯორჯ სოროსის მონაწილეობა, რაც მტკიცებულებების გარეშეა. ამასთანავე ამერიკული ტელეკომპანია OAN, სადაც ფილმი გავიდა, ყალბი ამბების გავრცელებაშია მხილებული, მისი ავტორი კი მიულერის კომისიის მიერ დაიკითხა“.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)