en
ge

„ახალგზრდული ფორუმი“

აჭარა.20 აპრილს, ჩაქვის #1 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში,  ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ბავშვთა უფლებები, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, გართობა-რეკრეაცია, სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები - ფორუმის მონაწილეებმა  ამ თემებზე პრეზენტაციები გამართეს. ფორუმში 9 საინიციატივო ჯგუფი მონაწილობდა და მისი მიზანი მოსწავლეთა მონაწილეობით ადგილობრივი თემის საჭიროების კვლევა, რეკომენდაციების შემუშავება იყო. ახალგაზრდულ ფორუმში რეგიონის 81 პარტნიორი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდული ფორუმი ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებით, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარადჭერით ხორციელდება. მსგავსი ფორუმი ქვეყნის მასშტაბით 11 რეგიონში გაიმართება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)