თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ანგარიშს: სასამართლო სისტემის მდგომარეობა 2016-2020 წლები.
„წინამდებარე ანგარიში მიმოიხილავს უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც მათი სისტემურად გაანალიზებისა და სასამართლოში არსებული მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებულმა რეფორმებმა არ მოიცვა ის ფუნდამენტური საკითხები, რაც საბოლოოდ, უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა სასამართლო სისტემის სრულყოფილად და საფუძვლიანად რეფორმირების პოლიტიკური ნება. შესაბამისად, სასამართლო სისტემა კვლავ არ არის გათავისუფლებული არაჯანსაღი გავლენებისგან“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)