თბილისი. 23 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) გამართა კვლევის, „დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ პრეზენტაცია.
„GDI-სა და ISFED-ის მიერ მოწვეული მკვლევართა ჯგუფი ოთხი თვის განმავლობაში იკვლევდა, როგორც სამართლებრივ ბაზას და საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებს. HRC სამართლებრივი დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ღონისძიებებით დაზარალებულ პირებს. პროექტი ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება- საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანი იყო, ერთი მხრივ საკანონმდებლო ბაზის კრიტიკული გაანალიზება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის განმავლობაში მიღებული რეგულაციების კონსტიტუციურობის შეფასება“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)