თბილისი. 26 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
„ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი გვერდები წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური აქტორების სასარგებლოდ. 69 გვერდი, ღირებულებითი თემებით მანიპულირების მეშვეობით, საარჩევნო სუბიექტების: „პატრიოტთა ალიანსის“, „ქართული მარშის“, „ქართული იდეის“ პრიმაკოვის ფონდის დირექტორის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ტომარაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა. ისინი ასევე ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს ავრცელებენ. ასევე ვრცელდება პრორუსული ნარატივებიც.
ინტენსიურად გრძელდება Facebook-ის არაოფიციალურ, ანონიმურ და ცრუ მედია გვერდებზე წარმოებული პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიებიც“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)