თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს პოლიტიკოსებთან ჩაწერილი სიღრმისეული ინტერვიუს ანალიზს: არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები და კონსტიტუცია - პოლიტიკოსების პერსპექტივა.
„ინტერვიუები ცხადყოფს, რომ ქართულ რეალობაში, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური მონაწილეობის დ ჩართულობის საკითხის პრობლემურობა ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის კარგად არის ცნობილი. პოლიტიკოსები კარგად ხედავენ, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები დიდი პოლიტიკური პროცესების გადაწყვეტის დროს „ფრაგმენტულადაც კი არ არიან ჩართულნი.“
აღსანიშნავია, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების არმონაწილეობა, ხშირად, ნეგატიურ გავლენას ახდენს თავად პოლიტიკოსების საქმიანობაზე. ამასთანავე, თითქმის ყველა რესპონდეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ჯგუფების არ მონაწილეობა ძირითადად სისტემური პრობლემების, ცენტრის მხრიდან დაწესებული ბარიერების და ისტორიული უსამრთლობების/გამოცდილებების შედეგია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)