თბილისი. 29 ოქტომბერს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ბესო ქათამაძის სატელეფონო საუბრის დეტალები. ჟურნალისტის განმარტებით, ასეთი სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა და აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მას უსმენენ.
„ქარტია გმობს მოქალაქეების, და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს. ასევე მიუღებელია, როდესაც უკანონო სატელფონო მოსმენების შინაარსს ასაჯაროებენ მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები“, ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
წყარო: www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)