თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ცდილობს გადაამოწმოს ყველა შესაძლო პრეტენზია, რაც შემაჯამებელი ოქმების მისამართით გამოითქმის.
„ამ ეტაპზე, ჩვენი დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნებიდან მოწოდებული შემაჯამებელი ოქმების ასლების გადამოწმების შედეგად, გამოვლინდა, რომ ოქმების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 7%-ში აღინიშნება ე.წ. მეტობითი დისბალანსი, ანუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ჯამი აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რასაც ყველა პროცედურის სწორად ჩატარების დროს, არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ასეთ შემთხვევათა 1/3-ში მნიშვნელოვანი დისბალანსია. ვფიქრობთ, რომ არჩევნების შედეგების მიმართ მეტი ნდობის შექმნის მიზნით, იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებზეც მეტობითი დისბალანსი დიდია, უნდა მოხდეს შედეგების გადათვლა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)