თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს ბლოგპოსტს: 3 დეზინფორმაცია სოჭზე, სტალინურ რეპრესიებზე და დემოგრაფიაზე. მასალაში საუბარია მწერალ გივი ბერძენიშვილის ინტერვიუზე საქართველოს მიმართ სტალინის დამსახურებებზე. ბერძენიშვილის მტკიცებით, სოჭი არასდროს ყოფილა საქართველოს ნაწილი, ხოლო სტალინის რეპრესიები არ მომხდარა და მისი მმართველობის დროს საქართველოს მოსახლეობა 5.5 მილიონს გაუტოლდა.
„გივი ბერძენიშვილის ინტერვიუ 3 დეზინფორმაციას შეიცავს: 1. სოჭი საქართველოს ტერიტორიას არასდროს ეკუთვნოდა. 2. სტალინურ რეპრესიებს ადგილი არ ჰქონია და 3. მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 5.5 მილიონამდე გაიზარდა.
რეალურად 1. 1918-1919 წლებში სოჭს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აკონტროლებდა. 2. 1936-1938 წლებში სტალინური რეპრესიები 750 000 მსხვერპლს ითვლის, გულაგებში გადასახლებულთა რაოდენობა 1 მილიონზე მეტია. 3. საქართველოს მოსახლეობა 5.5 მილიონს მხოლოდ 1989 წელს მიუახლოვდა“.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)