თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გეგმავს გლდანის ოლქის N08.10.99 საარჩევნო უბნის პროპორციული შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას, რადგან მისულ ამომრჩეველს და პარტიების მიერ მიღებულ ხმებსა და ბათილ ბიულეტინებს შორის დისბალანსი 63 ხმაა.
„ჩვენი ყურადღება მიიქცია ცესკოს ვებ-გვერდზე N08.10.99 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმსა და იმავე უბნის შესწორების ოქმში კომისიის ერთი და იმავე წევრის 2 ხელმოწერას შორის აშკარა განსხვავებამ. მიგვაჩნია, რომ ერთი და იმავე პირის მიერ ორ დოკუმენტზე განსხვავებული ხელმოწერების საკითხით უნდა დაინტერესდეს საგამოძებო ორგანო და ობიექტური გამოძიების პირობებში დადგინდეს, ხომ არ არის ხელმოწერები გაყალბებული“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)