აჭარა. 19
აპრილს, ბათუმის პრეს-კაფეში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით
დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე საზოგადეოებრივი ორგანიზაციაების წარმომადგენლებმა
და სტუდენტებმა სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის დადებითი და სუსტი
მხარეები განიხილეს. ასევე, დისკუსიის მთავარმა მონაწილემ, ლია
მუხაშავრიამ,
კრიტიკული შენიშვნები
რომელსაც უფლებათადამცველი მედია საშულებით გამოთქვამდა,
სახალხო დამცველს პირადად გააცნო. ლია მუხაშავრიამ განაცხადა, რომ
სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიში წინ წლების მონაცემებს ხარისხობრივად აღემატება, თუმცა, აკლია კონკრეტიკა. უფლებადამცველის
შეფასებით, ომბუდსმენს თავის რეკომენდაციებში ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის
კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაესვა, რასაც საზოგადოებაც
ითხოვს. დისკუსიები იმართება NED-ის დაფინანსებული პროექტის – „დემოკრატიული იდეების განვითარება" – ფარგლებში.