თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას არაეფექტიანად აფასებს.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამართალდამცავმა უწყებამ არჩევნების დღეს გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებზე რიგ შემთხვევებში დაგვიანებული რეაგირებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი - კანონდარღვევის აღკვეთის ნების არქონით, მართლწესრიგის დაცვა სათანადოდ ვერ უზრუნველყო, რამაც გააძლიერა ძალადობის და არჩევნებთან დაკავშირებული კანონდარღვევების დაუსჯელობის განცდა. ამავდროულად, არჩევნების შემდგომ დღეებში პრობლემურია პოლიტიკური დიალოგის დეფიციტი, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)