თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) გამოაქვეყნა განცხადება ქალი ფეხბურთელების შესახებ, რომლებმაც მწვრთნელის მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროებისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე სასამართლოს მიმართეს.
„დღევანდელი მოცემულობით ფეხბურთის მწვრთნელს, პოლიტიკოსის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოქმედი პროკურორი უჭერს მხარს. პროკურორმა აღნიშნულ საქმეზე ჯერ იურიდიული კონსულტაცია გასცა, შემდეგ კი მწვრთნელის მხარდასაჭერად საქმეში მოწმედ ჩაერთო და წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, რომელიც მიმართულია ქალი ფეხბურთელების, მათ შორის ბავშვების დისკრედიტაციისაკენ. აღსანიშნავია, რომ პროკურორმა გამორიცხა სექსუალური შევიწროების ფაქტი ისე, რომ არ ჰქონია რაიმე სახის შემხებლობა მოსარჩელე ფეხბურთელებთან. ამასთანავე, განსახილველ საქმეზე სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება“.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)