თბილისი. 21 აპრილს 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პირველი შეხვედრა
გაიმართა, სადაც ახალგაზრდა დეპუტატებმა მიიღეს ინფორმაცია ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების, სამუშაო რეგლამენტისა და პროცედურების შესახებ. 25 აპრილს, ახალგაზრდა დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს, რომლის შემდეგაც 2 მაისს იგეგმება 2013 წლის მოწვევის ოფიციალური გახსნა ქუთაისის პარლამენტში.
წყარო:ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში