თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს ბლოგპოსტს: გვიცავს თუ არა პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან. News Front Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია FB მომხმარებლის პოსტს ეყრდნობა და შეიცავს ისეთ კონსპირაციებსა და დეზინფორმაციას, როგორიცაა: კოვიდ 19 გრიპისმაგვარი ვირუსია და მსოფლიო პანდემია მოსახლეობის შესამცირებლად დაგეგმილი ხელოვნური პროცესია.
„რეალურად: 1) პირბადეების ტარება მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გადადების რისკებს; 2) კოვიდ 19 გრიპის ვირუსის მსგავსი არ არის და ის ბევრად მწვავე ინფექციაა; 3) მტკიცება, თითქოს პანდემია მოსახლეობის შემცირებას ემსახურება მტკიცებულებების გარეშეა და კონსპირაციის თეორიაა“.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)