en
ge

მოდი, ერთად დავა-LAG-ოთ სვანეთი

მოდი, ერთად დავა-LAG-ოთ სვანეთი

ზემო სვანეთი. ზემო სვანეთის LAG-ის ახალგაზრდულმა ფრთამ, დაფინანსებული პროექტის „მოდი, ერთად დავა-LAG-ოთ სვანეთი” ფარგლებში, 10-11 ნოემბერს ზემო სვანეთის ხუთი თემის ნაკრას, მულახის, წვირმის, კალას და იფარის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციები ჩაატარა. თითოეულ ლოკაციაზე განთავსდა 2 ნაგვის ყუთი და სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი ბანერი. 

„„მოდი, ერთად დავა–LAG–ოთ სვანეთი!“ – ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელმაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა. კამპანია, რომელიც პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს ზემო სვანეთში გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას და მოხალისეობრივ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას“.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)