en
ge

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის გამოვლენა სისხლის ანალიზით?

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის გამოვლენა სისხლის ანალიზით?

თბილისი. მითების დეტექტორის მასალის თანახმად, 9 ნოემბერს, ანტი-ვაქსერმა აქტივისტმა შორე შანიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე კორონავირუსის ტესტების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

„პოსტის თანახმად, კორონავირუსის გამოვლენა შესაძლებელია არა მხოლოდ PCR ტესტით, არამედ სისხლის ანალიზით და ტესტირების ამ მეთოდს ბევრ ქვეყანაში იყენებენ. ავტორის მტკიცებით, საქართველოში ადამიანებს საშუალებას არ აძლევენ, კორონავირუსის გამოსავლენად, PCR ტესტის ნაცვლად სისხლის ანლიზი გაიკეთონ, რაც ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. 

აღნიშნული პოსტი კორონავირუსის ტესტირების მეთოდების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. სისხლის ნიმუშის საშუალებით დგინდება აქვს თუ არა ორგანიზმს გადატანილი ვირუსი, თუმცა ინფორმაციას ტესტირების მომენტში ადამიანის ინფიცირების შესახებ ის არ იძლევა, ხოლო PCR ტესტი მიმდინარე ინფექციას მაღალი სიზუსტით აჩვენებს“, ნათქვამია მითების დეტექორის ბლოგპოსტში.

სრულად...

წყარო: www.mythdetector.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)