თბილისი. მითების დეტექტორი სოციალურ ქსელში კოვიდ 19-ის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით გავრცელებული წინააღმდეგობრივი ინფორმაციების გასაქარწყლებლად, გთავაზობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერის მარი მურცხველაძის სამეცნიერო ბლოგპოსტს.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანის ორგანიზმში კოვიდინფექციის დასადასტურებლად გამოიყენება PCR მეთოდი. ამ დროს ტესტირების მომენტში SARS-CoV-2-ის არსებობას ადგენენ. მეთოდი ემყარება შებრუნებულ ტრანსკრიფციულ ჯაჭვური პოლიმერაზას რეაქციას (RT-PCR). PCR ტესტი მიიჩნევა ძალიან ზუსტ მეთოდათ და ამ დროს ცრუ დადებითი შემთხვევები თითქმის არ ფიქსირდება.
ტესტირების არასწორი შედეგი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ნაცხის არასწორი აღებით, ტრანსპორტირების და ნიმუშის შენახვის პირობების დარღვევით, მკვლევარის მიერ დაშვებული შეცდომით. ამიტომ, ამ შეცდომების გამოსარიცხად, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის და ეპიდემიულოგიური მონაცემების საფუძველზე ზოგჯერ ტესტს განმეორებით ატარებენ“.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)