en
ge

EMC მოუწოდებს მთავრობას დროულად დააკმაყოფილოს წაბლანას მოსახლეობის საჭიროებები

EMC მოუწოდებს მთავრობას დროულად დააკმაყოფილოს წაბლანას მოსახლეობის საჭიროებები

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სოფელ წაბლანას სტიქიით დაზარალებული ადგილობრივი თემის პროტესტს და აჭარის მთავრობას სტიქიით დაზარალებული ოჯახების სათანადო საცხოვრისზე უფლების დაუყოვნებლივი უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

„ამჟამად სოფელ წაბლანას მოსახლეობა აჭარელი ეკომიგრანტების დიდი ნაწილის მსგავსად, „გაორებულ“ მდგომარეობაში ცხოვრობს. იმის გამო, რომ ბათუმში მიღებული ბინების საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მისაყვანად მოსახლეობას არ გააჩნია საკმარისი თანხები, ისინი აგრძელებენ ცხოვრებს სოფლად მათ ძველ საცხოვრებელ სახლებში, რომელიც რეალურად სიცოცხლისთვის სახიფათო ზონაში მდებარეობს. „აჭარისწყალის“ ჰესის სამშენებლო სამუშაოების შედეგად სოფლის წყაროების ნაწილი დაშრა, რამაც სოფლისთვის ისედაც ნაკლებად სარგებლიანი სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო გაართულა. ამდენად ადგილობრივ თემს სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში, მძიმე სოციალურ პირობებში და სიღარიბეში უწევს ცხოვრება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)