თბილისი. საქართველოს გაეროს ასოციაციის ცნობით, 16 ნოემბერს, მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
„ეს დღე, UNESCO-ს ინიციატივით, 1995 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი ტოლერანტული გარემოს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა კულტურათა შორის პატივისცემის, დიალოგის და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენებაა.
#USAID-ის #PITA პროგრამის ფარგლებში, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, მათ შორის ტოლერანტობის და მრავალფეროვნებისადმი მიძღვნილი საგრანტო და გაცვლითი პროგრამები, „ტოლერანტობა არის...“ ვიდეოების მომზადება და გამოქვეყნება, პროგრამის ახალგაზრდული ქსელის ცნობიერების ამაღლების კამპანია საქართველოს 13 ქალაქში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)