en
ge

რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად

რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად

თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს ორგანიზაციის უფროსი მკვლევრის კახა გოგოლაშვილის ბლოგპოსტს: რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად.

„დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სომხეთში ატეხილი ისტერია, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის დადანაშაულება „მოღალატეობრივ გარიგებაში“ და მიღებული შედეგის „კატასტროფასთან“ გაიგივება არასწორია. ეს დაბნეულობითა და შედეგების ცუდად გააზრებით გამოწვეული საზოგადოებრივი პანიკური რეაქციაა. სინამდვილეში, სომხეთი ბევრად უფრო „მშრალად“ გამოვიდა შექმნილი ვითარებიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, როცა ათასობითაა დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. თუმცა, როცა ამას ვამბობ, ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ შედეგს. რაც შეეხება გრძელვადიან ჰუმანიტარულ შედეგს, შესაძლოა, ის მომგებიანი აღმოჩნდეს სომხეთისთვის, რადგან რეგიონული მნიშვნელობის გზებისა და კავშირების გახსნა, რომელზეც დეკლარაციაშია საუბარი, სომხეთს მომავალში (თუ მათი რეალიზაცია მოხდა) მნიშვნელოვან ეკონომიკურ და, შესაბამისად, სოციალურ სარგებელს მოუტანს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: www.gfsis.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)