თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი ეხმაურება ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლას.
„იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას, საზოგადოებას და დარგის სპეციალისტებს არაერთი კრიტიკული დასკვნა და შეკითხვა აქვთ როგორც ჰესის მშენებლობის კანონიერების, ისე მისი უკიდურესად მაღალი ზეგავლენისა და რისკების შესახებ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის მშენებლობა გაუმჭვირვალედ და ამ შეკითხვებისა და მოსაზრებების იგნორირებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის წუხილებსა და მშვიდობიან პროტესტზე პასუხად რეპრესიულ მეთოდებს იყენებს და საპოლიციო ძალის მეშვეობით ცდილობს ადგილობრივების პროტესტის ჩახშობას, რითაც უხეშად არღვევს პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)