en
ge

რამდენად საშიშია კოვიდ-19 სეზონურ გრიპთან შედარებით?

რამდენად საშიშია კოვიდ-19 სეზონურ გრიპთან შედარებით?

თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს ბლოგპოსტს: რამდენად საშიშია კოვიდ-19 სეზონურ გრიპთან შედარებით?

„ფეისბუქ გვერდმა “მოძრაობა ძლევაი საკვირველი” კოვიდ-19-ის შესახებ ვიდეო გაავრცელა, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ სეზონური გრიპი კორონავირუსზე საშიშია. ვიდეოს ავტორი იმის დასამტკიცებლად, რომ ყოველწლიურად სეზონური გრიპი 60-ჯერ მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე კოვიდ-19, ევექსის ერთ-ერთ კლინიკაში „კავკასიის მედიცინის ცენტრში” საინფორმაციო პოსტერებზე განთავსებულ ინფორმაციას იმოწმებს. მტკიცება, თითქოს სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი კორონავირუსთან შედარებით 60-ჯერ მეტია, მცდარია.

17 ნოემბრის მონაცემებით, 2020 წელს კოვიდ-19-ით სეზონურ გრიპზე 3.1-ჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვიდეოს ავტორი ევექსის ძველ პოსტერებს მანიპულაციურად იყენებს, რადგან ის პანდემიის საწყის ეტაპზე, მარტში არსებულ მდგომარეობას ასახავს და დღევანდელ ვითარებასთან შეუსაბამოა“, ნათქვამია ბლოგპოსტში.

სრულად...

წყარო: mythdetector.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)