კახეთი. თელავში მოქმედი საინიციატივო ჯგუფის მიერ პატიმრებისათვის შეგროვებული 1000–მდე ქართულენოვანი წიგნი დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს გადაეცა.
საინიციატივო ჯგუფის წევრი ნოდარ ეჟიშვილი: „ქართულენოვანი წიგნების პირველი პარტია დღეს წავიღეთ სასჯელაღსრულების სამინისტროში. მიხარია, რომ პირველ ეტაპზე 1000 წიგნი შეგროვდა, თუმცა, ეს აქცია ამით არ სრულდება და ნებისმიერ მსურველს კვლავ შეუძლია წიგნები მოგვაწოდოს".
სამინისტროს მიერ გადამოწმების შემდეგ უწყების წარმომადგენლები წიგნებს სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილებენ.