თბილისი. მითების დეტექტორის ინფორმაციის თანახმად, 17 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ლაშა ჯანგიძემ გამოაქვეყნა (არქივი) Shorena Chkheidze-Toidze-ს კომენტარის სქრინი ერთ-ერთ პოსტსტზე, სადაც მომხმარებელი ირწმუნება, რომ მარტვილში გარდაცვლილი 31 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვაქცინა გახდა.
„აღნიშნული კომენტარის თანახმად, გარდაცვლილმა გრიპის ვაქცინა პროფილაქტიკის მიზნით მას შემდეგ გაიკეთა, რაც მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავად ის კი კორონავირუსით დაავადებული არ ყოფილა; გრიპის ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე საათში კი მას დამბლა დაეცა და 3 დღეში კგარდაიცვალა.
მარტვილში ახალაგაზრა ქალის გარდაცვალების მიზეზის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მარტვილის საზოგადოებრივ ცენტრში განმარტეს, რომ 31 წლის ქალის გარდაცვალება კოვიდინფექციამ გამოიწვია, ხოლო გრიპის ვაქცინის აცრა მას რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული. NCDC-ში კი დააკონრეტეს, რომ ამ შემთხვევაში ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის გასული დრო მათ შორის რაიმე კავშირის არსებობას გამორიცხავს“.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)