თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიხაილოსთვის შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრებას ასაჩივრებს.
„მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა პრობაციის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მიხაილოს 13 და 17 ოქტომბერს ღამის საათებში საცხოვრებელ ტერიტორიაზე არყოფნა არ ჩაეთვალა საპატიოდ. შესაბამისად, ასევე დაუსაბუთებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 11 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება მიხაილოს მიმართ შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრების თაობაზე. ორივე ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს EMC კანონით დადგენილი წესით ასაჩივრებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)