სამცხე-ჯავახეთი. გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავ ეწვია ახალქალაქს სამუშაო ვიზიტით,სადაც გაიმართა სემინარი ბავშვის უფლებებსა და ბავშვთა შრომასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იუნისეფის წარმომადგენლები ეწვივნენ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა ცენტრს, რომელსაც ორგანიზაცია არტ თერაპიის და სხვა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებაში ეხმარება. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)