თბილისი. 19 აპრილს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ოფისში „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" პროექტის ფარგლებში ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ საჯარო ლექცია გამართა თემაზე „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს”.
ლექციის მთავარი მიზანი ილიასეული ფრაზის: „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს” განმარტება და მისი სრულფასოვანი გააზრება იყო. ზვიად ქორიძის თქმით, თავისუფალი მოქალაქე ქმნის თავისუფალ საზოგადოებას, მოქალაქე უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე. სახელმწიფო უნდა იყოს დაფუძნებული არა ძლიერ მთავრობაზე, არამედ ძლიერ და თავისუფალ მოქალაქეებზე, რადგან ამ მთავარი კრიტერიუმის გარეშე თავისუფალი საზოგადოება ვერ იარსებებს.
ილია ჭავჭავაძის შესახებ საჯარო ლექციათა ციკლს „საუბრები ილიაზე" ზვიად ქორიძე მომდევნო კვირაშიც გააგრძელებს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში