თბილისი. პანდემიით შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) საგრანტო კონკურსში განაცხადის წარმოდგენის ვადას 15 დეკემბრამდე ახანგრძლივებს. საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ეკონომიკურ დივერსიფიკაციას და ადგილობრივი თემების კეთილდღეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 15 დეკემბერი, 2020, 18:00 სთ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)