თბილისი. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მეათეჯერ აირჩია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საყოველთაო და პირდაპირი კენჭისყრით.
„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდი მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა, რაც ცხადყოფს საარჩევნო დარღვევებთან გამკლავების კუთხით როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში არსებულ სისტემურ პრობლემებს. წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის წაშლის, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით. მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით თვალსაჩინო ტენდენციას წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის ნაკლებობა“.
წყარო: humanrights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)